მოვლენები

PDF ბიბლიოთეკა

  • 2007 წლის სექტემბერი - ნატო
    პარტნიორები სამხრეთ კავკასიაში (.PDF/481კბ)
  • მშვიდობის და უსაფრთხოების მეცნიერება (SPS) – ქვეყნის ანგარიშები
Eng. / Fr. / Ru. /
Geor.

ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან

ნატო და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ დემოკრატიის, ინსტიტუციონალური და თავდაცვითი რეფორმების საკითხებში, ასევე მიმდინარეობს პრაქტიკული ურთიერთობა მრავალი სხვა მიმართულებით. საქართველოს და ნატო-ს შორის მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ქვეყნის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს და ნატო-ს შორის თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP), რომელშიც წარმოდგენიალია საქართველოს და ნატო-ს შორის თანამშრომლობის დეტალური პროგრამა.2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია ურთიერთობის შემდგომი  განვითარების განხილვისთვის.

ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის საჭიროება დადგა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დაწყების გამო. სამუშაო დოკუმენტი ახალი ორგანოს ჩამოყალიბების შესახებ ხელმოწერილია ნატო-ს გენერალური მდივნის და საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ 15 სექტემბერს, თბილისში. უშუალოდ ამის შემდეგ ადგილი ქონდა ინაუგურაციას, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის დროს.

ნატო-საქართველოს კომისია გააღრმავებს ნატო-ს და საქართველოს შორის დიალოგს და ზედამხედველობას გაუწევს 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტის დროს, საქართვლოს გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმებების განხორციელებას. კომისია ასევე კოორდინაციას გაუკეთებს ბოლოდროინდელი კონფლიქტიდან ქვეყნის აღდგენისთვის გაწეულ დახმარებას.

საქართველოს კრიზისის დაძლევა

ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს 19 აგვისტოს საგანგებო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რათა ეპოვათ კონფლიქტიდან მშვიდობიანი და ხანგრძლივი გამოსავალი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გათვალისწინებით.

ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს კონფლიქტში ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც დაუშვებელია კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის შეთანხმებით, რომელსაც ორივე მხარე, საქართველო და რუსეთი, იყენებს მშვიდობისთვის პარტნიორობის საფუძვლად სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან ერთად. მათ შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ არაპროპორციული სამხედრო ქმედებების განხორციელებაზე, რომელიც შეუთავსებელია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მშვიდობისმყოფელ როლთან. ალიანსის წევრებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები სამხედრო ძალის გასაყვანად იმ ზონებიდან, რომელიც მათ უნდა დატოვონ ევრო საბჭოს შუამდგომლობით მომზადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე.

ალიანსის წევრები შეთანხმდენ, თხოვნის შემთხვევაში, დახმარება გაუწიონ საქართველოს, სხვადასხვა სფეროში. მათ შორისაა, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ზარალის და თავდაცვის სამინისტროსა თუ შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შეფასება; საჰაერო მიმოსვლის სისტემის აღდგენაში დახმარება; რჩევები ვირტუალური თავდაცვის საკითხებში.

ინტენსიური დიალოგი

2006 წლის სექტემბერში, ნატო-მ შესთავაზა საქართველოს ინტენსიური დიალოგის დაწყება საქართველოს გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით. ინტენსიური დიალოგი საქართველოს აძლევს ნატო-სთან უფრო დეტალურ დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას, წევრად გახდომისთვის საჭირო სტანდარტების და საქართველოში ამ სტანდარტების მიღწევისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების გზების შემუშავებისთვის. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი და დასახეს საქართველოსთან ინტენსიური ურთიერთობის პერიოდი საქართველოს წინაშე მდგარი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) პროგრამის ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებზე სამუშაოდ. შემდგომი გადაწყვეტილება საქართველოს MAP ეტაპზე გადასვლის თარიღის და შემდგომში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ IPAP‑ის მითითებების საფუძველზე განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგიანობაზე. როგორც ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, MAP-ის მიღების განცხადებას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 2008 წლის დეკემბერში.

როგორ ხორციელდება თანამშრომლობა პრაქტიკულად?

IPAP-ის შეთანხმების მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია 2-წლიან პერიოდზე, საქართველო ადგენს მისთვის საჭირო რეფორმების გეგმებს და ვადებს. ამ რეფორმების ძირითადი მიმართულებებია პოლიტიკა, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები. ნატო თანახმაა დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში მიზანმიმართული და ქვეყნის საჭიროებებს მორგებული კონსულტაციების მეშვეობით. საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტებში შედის კერძო და საზოგადოებრივი სექტორის გარდაქმნა დემოკრატიის განვითარების მიზნით, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარება, ასევე რეფორმები უსაფრთხოების სფეროში, თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის გამოყენებით.

ვრცლად...

როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა საქართველოსთან?

ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობა სათავეს იღებს 1992 წელს საქართველოს გაერთიანებით ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში (1997 წლიდან იწოდება როგორც ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო), როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. 1994 წელს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამაში და 1999 წელს დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში (PARP) საქართველოს ჩართვის შედეგად ეს თანამშრომლობა გაღრმავდა და გაფართოვდა.

ვრცლად...