ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან
როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა საქართველოსთან?
ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობა სათავეს იღებს 1992 წელს საქართველოს გაერთიანებით ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში (1997 წლიდან იწოდება როგორც ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო), როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. 1994 წელს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამაში და 1999 წელს დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში (PARP) საქართველოს ჩართვის შედეგად ეს თანამშრომლობა გაღრმავდა და გაფართოვდა.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესებისადმი მხარდაჭერა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, კერძოდ, IPAP-ის საშუალებით, რომელიც საქართველომ ნატო-სთან ერთად პირველმა განახორციელა 2004 წელს. გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით, 2006 წლის სექტემბერში საქართველოს მიეცა ინტენსიური დიალოგის შესაძლებლობა. ნატო-ს ლიდერები 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და დასახეს საქართველოსთან ინტენსიური ურთიერთობის პერიოდი, საქართველოს წინაშე მდგარი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) პროგრამის ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებზე სამუშაოდ. შემდგომი გადაწყვეტილება საქართველოს MAP ეტაპზე გადასვლის თარიღის და შემდგომში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ IPAP მითითებების საფუძველზე განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგიანობაზე.
ძირითადი ფაქტები:
| 1992 |
საქართველო ერთიანდება ახლადშექმნილ ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში, რომელსაც 1997წ. ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო ეწოდა. |
| 1994 |
საქართველო ერთიანდება პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP), რომელიც მიზნად ისახავს ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში. |
| 1995 |
საქართველო ხელს აწერს PfP შეთნხმებას შეირაღებული ძალების სტატუსის შესახებ (SOFA), რომლითაც ნატო თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან.. |
| 1997 |
საქართველოს პარლამენტი აძლევს რატიფიკაციას SOFA შეთანხმებას. |
| 1999 |
საქართველო უერთდება PfP პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს. |
| |
საქართველო იწყებს მშვიდობისმყოფელთა გაგზავნას კოსოვოს ძალებში (KFOR). |
| 2001 |
საქართველო მასპინძლობს მრავალეროვან PfP სამხედრო საწვრთნელ ვარჯიშებს „კოოპერატივ პარტნერ 2001“ |
| 2002 |
საქართველო უკავშირდება „ვირტუალურ აბრეშუმის გზას“. |
| |
საქართველო მასპინძლობს მრავალეროვან PfP სამხედრო საწვრთნელ ვარჯიშებს „კოოპერატივ ბესტ ეფორტ 2002“. |
| |
საქართველო აცხადებს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას და სურვილს განახორციელოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) ნატო-სთან ერთად. |
| 2003 |
საქართველოსთვის შემუშავდა ნატო/PfP მიზნობრივი ფონდის პროექტი დედამიწა-ჰაერი ტიპის რაკეტების განიარაღებაში დასახმარებლად. |
| 2004 |
საქართველო მონაწილეობს ISAF-ის მიერ ავღანეთის არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებებში. |
| საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატო-სთან ერთად ჩამოაყალიბა IPAP. |
| ალიანსის ლიდერებმა სტამბულის სამიტზე განსაკუთრებულად გაამახვილეს ყურადღება კავკასიაზე – რეგიონში დაინიშნა ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი და მოკავშირე ოფიცერი. |
| 2005 |
ნატო და საქართველო ხელს აწერენ სატრანზიტო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ალიანსის წევრ და ISAF ძალებში მონაწილე სხვა ქვეყნებს საშუალება ექნებათ მიაწოდონ მარაგი საკუთარ საჯარისო ნაწილებს ავღანეთში, საქართველოს გავლით. |
| |
საქართველოში ნატო-ს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების დახმარებით იხსნება ნატო-ს საინფორმაციო ცენტრი. |
| 2006 |
ნატო სთავაზობს ინტენსიურ დიალოგს საქართველოს. |
| 2007 |
საქართველო მასპინძლობს ნატო/PfP საჰაერო ძალების წვრთნას „კოოპერატივ არჩერ 2007“. |
| 2008 |
ნატო-ს ლიდერები ბუქარესტის სამიტზე შეთანხმდნენ რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. |
| |
აგვისტოში ალიანსმა გამოხატა ღრმა აღშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც მოწვეული იქნა, რათა ეპოვნათ კონფლიქტიდან მშვიდობიანი და ხანგრძლივი გამოსავალი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გათვალისწინებით. ისინი შეთანხმდენ მრავალმხრივი დახმარება გაუწიონ საქართველოს და შემოიტანეს წინადადება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შექმნის თაობაზე, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას და თვალს ადევნებს დახმარების აღმოჩენის ღონისძიებებს. |
| |
სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ახორციელებს ორდღიან ვიზიტს საქართველოში. ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის სამუშაო დოკუმენტს და შედგა ინაუგურაციული შეხვედრა თბილისში |